
კიდევ ერთი რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
27/02/2024 10:27:16 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი Cy-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი.
"მინუს კიდევ ერთი Cy-34 აღმოსავლეთის მიმართულებით.
გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება!
ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლები მოინახულონ, რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა". - დაწერა ოლეშჩუკმა.