
LG, Bosch და Sony მაღაზიებს ხურავენ რუსეთში
27/02/2024 10:22:14 მსოფლიო
საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ბრენდულმა კომპანიებმა LG, Bosch და Sony რუსეთის მასშტაბით დაიწყეს მაღაზიების დახურვა "მომარაგების დეფიციტისა" და საიჯარო ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის გამო, განუცხადეს "კომერსანტს" ინფორმირებულმა წყაროებმა.
ინფორმაცია გამოცემას კომპანიების ტექნიკურმა მხარდაჭერამ დაუდასტურა. "კომერსანტის" ცნობით, სამხრეთ კორეული, გერმანული და იაპონური კომპანიების სავაჭრო წერტილებს მიმწოდებლები დაიკავებენ თურქეთიდან და ჩინეთიდან.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთმა უცხოურმა ბრენდმა, მათ შორის LG-მ, Bosch-მა და Sony-მ, შეწყვიტეს პროდუქციის მიწოდება რუსეთში. მათი მაღაზიების დახურვა ორი წლის შემდეგ გამოწვეულია გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებებით, რომელთა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები და გადახდების საჭიროება, – განმარტა "კომერსანტის" წყარომ.