
საფრანგეთის პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი ვერ მოიგოს
27/02/2024 10:16:48 მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება.
მისი თქმით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ“.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.
ამავე თემაზე: ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.