
ალექსეი ნავალნის საქმეების მთავარი გამომძიებელი დააწინაურეს
27/02/2024 09:46:10 მსოფლიო
მთავარი გამომძიებელი რომან ვიდიუკოვი, რომელიც რუს ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს ხელმძღვანელობდა, დაწინაურდა. ანტიკორუფციული ონდის დირექტორის ივან ჟდანოვის თქმით, იგი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
„ნავალნის მკვლელობაში კიდევ ერთი თანამზრახველი დააწინაურეს“, - წერს ჟდანოვი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამომძიებელი რომან ვიდიუკოვი ხელმძღვანელობდა ნავალნის "თაღლითობის საქმეს" განსაკუთრებით ფართო მასშტაბით. მანამდე ის ასევე ხელმძღვანელობდა გამოძიებას რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის ალექსეი ულიუკაევისა და სერფუხოვის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე შესტუნის საქმეებზე. ულიუკაევის საქმის შემდეგ ვიდიუკოვმა მიიღო მეორე ხარისხის მედალი.
მანამდე, 19 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დააწინაურა სასჯელაღსრულების უფროსის მოადგილე ვალერი ბოარინევი- ის გახდა შინაგანი სამსახურის გენერალური პოლკოვნიკი. ჟდანოვის თქმით, ეს არის ჯილდო ნავალნის წამებისთვის. „ბოიარინევი პირადად აკონტროლებდა ციხეში ალექსეი ნავალნის წამებას“, - წერს ჟდანოვი.