
მედია: ომში მონაწილეობისთვის შეწყალებულმა რუსმა სამხედრომ მოზარდზე სექსუალურად იძალადა
27/02/2024 08:58:33 მსოფლიო
პერმში ყოფილი პატიმარი, 38 წლის ნიკოლაი ნეჩაევი, რომელიც უკრაინის ომიდან დაბრუნდა, 14 წლის სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Astra საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
Astra-ს ცნობით, ნეჩაევი ადრე ნასამართლევი იყო ყაჩაღობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის. კოლონიაში ყოფნისას მან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა და 2023 წლის მაისში ომში წავიდა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, ნოემბერში, ის დაბრუნდა პერმში.
გამოძიების ინფორმაციით, მან 2024 წლის 18 თებერვალს სექსუალური ძალადობა ჩაიდინა 14 წლის სკოლის მოსწავლეზე.
მედიაში რეგულარულად ვრცელდება ცნობები ომიდან დაბრუნებული ყოფილი პატიმრების დანაშაულებებზე.