Accentnews.ge
TKT.ge შეფერხებით მუშაობს, საქართველო-ლუქსემბურგის ბილეთების გაყიდვა ვერ დაიწყო

TKT.ge შეფერხებით მუშაობს, საქართველო-ლუქსემბურგის ბილეთების გაყიდვა ვერ დაიწყო

27/02/2024 08:53:11 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე", გამართავს.

წინასწარ დაანონსებული იყო, რომ ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ონლაინრეჟიმში დღეს 12:00 საათზე დაიწყებოდა TKT.ge-ზე, თუმცა ამ დროისთვის ვებ–საიტი შეფერხებით მუშაობს და ბილეთების ყიდვა შეუძლებელია.

„მაღალი მოთხოვნის გამო ვებგვერდი დროებით მიუწვდომელია", - წერია TKT.ge-ზე.

ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მიღებული ბარათები (კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩში მიიღო მესამე გაფრთხილება) გავლენას მოახდენდა პლეი ოფზე, რომელზეც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შედეგად მოხვდა.

ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში პლეი ოფის ფინალური მატჩი 26 მარტს „დინამო არენაზე" ჩატარდება. გამარჯვებული ეროვნული ნაკრები გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S