
მედია: ისრაელი, მძევლების სანაცვლოდ, 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა
27/02/2024 07:21:09 მსოფლიო
პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ისრაელი დაახლოებით 400 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას დათანხმდა - მათ შორის პირების, რომლებიც გასამართლებულები არიან მძიმე დანაშაულებისთვის,– იუწყება Al Jazeera საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე წყაროს ცნობით, ისრაელი ასევე დათანხმდა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების ეტაპობრივ დაბრუნებას ღაზას ჩრდილოეთით და შემდგომი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრების შესვლას ღაზაში, მძიმე ტექნიკისა და აღჭურვილობის ჩათვლით.
გარდა ამისა, ისრაელმა "ჰამასს" შესთავაზა თავისი ძალების გაყვანა ღაზას ხალხმრავალი ნაწილებიდან და სადაზვერვო ფრენების შეჩერება დღეში 8 საათის განმავლობაში, როგორც ექვსკვირიანი ზავის ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მძევლების გათავისუფლება მოჰყვება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი განაცხადა, რომ იმედოვნებს მომავალ კვირას "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შედგება ისრაელსა და "ჰამასს" შორის.
"ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია." - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.