Accentnews.ge
მოლდოვა: რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 26 თებერვალს გამოყენებული არც ერთი დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ დაფიქსირებულა

მოლდოვა: რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 26 თებერვალს გამოყენებული არც ერთი დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში არ დაფიქსირებულა

27/02/2024 06:10:35 მსოფლიო

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 26 თებერვალს გამოყენებული არც ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის საჰაერო სივრცეში არ დაფიქსირებულა.

უკრაინის მეზობელი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ეს განმარტება მოჰყვა უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 26 თებერვალს, ღამით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსული დრონები მოლდოვის საზღვრიდან უკრაინის ქალაქ ხმელნიცკისკენ მიემართებოდნენ.

მანამდე, 11 თებერვალს მოლდოვაში დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რუსული დრონი. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენ აპარატში 50 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S