Accentnews.ge
უნგრეთის პრეზიდენტად ორბანის პარტიის წევრი აირჩიეს

უნგრეთის პრეზიდენტად ორბანის პარტიის წევრი აირჩიეს

27/02/2024 05:42:08 მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი ტამაშ შუიოკა აირჩია. იგი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ წევრია.

შუიოკის პრეზიდენტად არჩევას მხარი დაუჭირა 134-მა უნგრელმა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ იყო.

ტამაშ შუიოკმა ფიცი უკვე დადო. იგი თანამდებობას 5 მარტიდან დაიკავებს.

უნგრეთში ახალი პრეზიდენტის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თებერვლის დასაწყისში პოსტიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი. როგორც დასავლური მედია იუწყება, მანამდე, პროტესტი მოჰყვა მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S