Accentnews.ge
ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

27/02/2024 05:37:20 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც მაკრონმა თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

"დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა.

თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული „სტრატეგიული ორაზროვნება“.

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის და კანადის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S