
ბავარიაში, მიგრანტთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
26/02/2024 19:45:54 მსოფლიო
გერმანიის ქალაქ ნორდლინგენში, ბავარიის მიწაზე, თავშესაფრის მაძიებელთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. იუწყება DPA.
ხანძრის მიზეზი დაზუსტებული არაა. ნორდლინგენის მერმა განაცხადა, რომ ხანძარი შესაძლოა, "ბავშვის ქმედებით" იყოს გამოწვეული.
პოლიციის ცნობით, სახლში დაახლოებით 130 ადამიანი ცხოვრობდა.
ცეცხლმა სახლი იმდენად დააზიანა, რომ მისი დემონტაჟი გახდება საჭირო.