Accentnews.ge
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

26/02/2024 19:18:40 საზოგადოება

უნგრეთი 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის კონტინენტის პირველობაზე, ისტორიაში პირველად, ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში მოწინააღმდეგე წყვილი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურეს.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე ასპარეზობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S