Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვამ ყირიმში რუსული არმიისთვის "კომპლექსური სიურპრიზები" დააანონსა

უკრაინის დაზვერვამ ყირიმში რუსული არმიისთვის "კომპლექსური სიურპრიზები" დააანონსა

26/02/2024 17:59:00 მსოფლიო

უკრაინელი სამხედროები ყირიმში „აქტიურ და ხელშესახებ“ ღონისძიებებს ამზადებენ, განაცხადა ანდრეი იუსოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავწერთ კალენდარს მტრისთვის პირდაპირ ეთერში, მაგრამ მოვლენები იქნება აქტიური და ხელშესახები. იქნება კომბინირებული ხასიათის. ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთ ინსტრუმენტზე, ანუ ცალ-ცალკე, საზღვაო დრონებზე ან უპილოტო საფრენ აპარატებზე - ეს ყოველთვის იქნება კომპლექსური სიურპრიზი ოკუპანტებისთვის“, - აღნიშნა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

იუსოვმა გაიხსენა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამედი განადგურდა.

„ესეც კომპლექსური ქმედებების შედეგია – და კრეისერ "მოსკვას" განადგურება და ზმეინის კუნძულის განთავისუფლება, "ბოიკოს კოშკების" დაბრუნება. რა თქმა უნდა, საზღვაო დრონების გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია, ცაში მუშაობასთან ერთად. და ეს ყველაფერი - სადესანტო ოპერაციები, წინააღმდეგობის მოძრაობის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეს ყველაფერი დიდი გეგმის და ჩანაფიქრის ნაწილია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. და ჩვენ ვნახავთ მსგავსი ოპერაციების გაგრძელებას უახლოეს მომავალში“, - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

მანამდე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ასევე გამოაცხადა „ახალი სიურპრიზები“ ყირიმში მყოფი რუსული ძალებისთვის და განაცხადა, რომ ის სამოქალაქო მოსახლეობას არ ურჩევს ქერჩის ხიდით სარგებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S