Accentnews.ge
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვუჩიჩს: ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვუჩიჩს: ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა

26/02/2024 17:13:42 მსოფლიო

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა განაცხადა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს უკრაინის ომთან მიმართებით: უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარესაა - რუსეთის, თუ ევროპის კავშირის, რადგან ერთდროულად "ორ სკამზე" ჯდომა "შეუძლებელი და არასასიამოვნოა".

მისი თქმით, ვერავინ იქნება ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი და ვერ გამოიყენებს ევროპული გაერთიანების სარგებელს, თუ იმავდროულად თვალს ხუჭავს რუსულ აგრესიაზე და მოსკოვის მიმართ ბრიუსელის პოლიტიკას აკრიტიკებს.

ამასთან, გრლიჩ რადმანმა ვუჩიჩს რუსეთის „სატელიტი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში რუსეთის გავლენა დაუშვებელია“.

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ მოიწონა ადრესატმა.

„ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი არამხოლოდ სასტიკად ერევა სერბეთის საშინაო საქმეებში, არამედ იტყუება, შეურაცხყოფს და ემუქრება სერბ ხალხს. გორდან გრლიჩ რადმანი ერთ რამეში მართალია, შეიძლება მე ვიღაცის თანამგზავრი ვარ... მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს მსახური“, - თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ალექსანდრ ვუჩიჩი ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. სერბეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ევროკავშირის ოფიციალური პირები სერბეთში რუსეთის მზარდი გავლენის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ალექსანდრ ვუჩიჩს ევროპული გაერთიანების ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S