
გარდაიცვალა ამერიკელი ჯარისკაცი, რომელმაც ისრაელის საელჩოსთან თავი დაიწვა
26/02/2024 15:31:48 მსოფლიო
ამერიკელი სამხედრო, რომელმაც კვირას, შუადღით ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს წინ თავი დაიწვა, მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამხედრო ღაზაში ისრაელის მიმდინარე ომს აპროტესტებდა. თავის დაწვის აქტს პირდაპირ ეთერში პლატფორმა Twitch-ზე გადასცემდა.
ვიდეოში ის ამბობს, რომ არ იქნება "გენოციდის თანამონაწილე" და რომ "პროტესტის ყველაზე რადიკალურ ფორმას მიმართავს".
ასევე ყვირის, "თავისუფლება პალესტინას".
ცეცხლის ჩაქრობა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა მალევე დაიწყეს და კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.