Accentnews.ge
კრემლი: თურქეთში პუტინი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩავა

კრემლი: თურქეთში პუტინი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩავა

26/02/2024 14:25:35 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთს მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეწვევა - ამის შესახებ კრემლმა 26 თებერვალს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ორივე ლიდერის განრიგი "საკმარისად დატვირთულია" იმისთვის, რომ ერთმანეთს პირისპირ არჩევნებამდე შეხვდნენ.

პესკოვმა დასძინა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდება, მაგრამ შესაძლო შეხვედრის თარიღი არ დაუზუსტებია.

თებერვლის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ყოველგვარი დაადასტურა თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტი, თუმცა თარიღი არ დაუზუსტებია. მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ სავარაუდო თარიღად 12 თებერვალი დაასახელა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს არ დაადასტურა.

თუ პუტინის ვიზიტი შედგა, თურქეთი გახდება ნატოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ლიდერი ეწვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

2022 წლის თებერვლის შემდეგ ერდოანი და პუტინი სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S