Accentnews.ge
კამიშინი: რაც რუსეთში ფეთქდება, ყველაფერი ჩვენია, კიევი დაეწია მოსკოვს "შაჰედების" ანალოგების წარმოებაში

კამიშინი: რაც რუსეთში ფეთქდება, ყველაფერი ჩვენია, კიევი დაეწია მოსკოვს "შაჰედების" ანალოგების წარმოებაში

26/02/2024 13:08:18 მსოფლიო

უკრაინა რუსეთს წამოეწია კამიკაძე დრონების - ირანული "შაჰედის" ტიპის დრონების ანალოგების წარმოებაში,– ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინული ნიმუშები ირანულის მსგავსია „ასაფეთქებელი ნივთიერებების მოცულობით, რომელიც მათ გადააქვთ; ფრენის რადიოუსით და სხვა ტექნიკური პარამეტრებით“.

”ამ წლის მდგომარეობით, მსგავსი დრონების წარმოების კუთხით ჩვენი შესაძლებლობები აღარაფრით ჩამოუვარდება რუსეთს,” - თქვა მან.

მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინას წარმატებები აქვს სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაშიც.

”ის, რაც რუსეთში ფეთქდება, ყველაფერი ჩვენია”, - თქვა კამიშინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S