Accentnews.ge
პალესტინის პრემიერი მთავრობასთან ერთად გადადგა

პალესტინის პრემიერი მთავრობასთან ერთად გადადგა

26/02/2024 12:41:00 მსოფლიო

პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს გადადგომის შესახებ წერილი წარუდგინა.

შტაიეს განმარტებით, ღაზაში ომის ფონზე პალესტინა ახალ ეტაპზე გადადის, რომლისთვისაც სამომავლო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით პალესტინელთა შორის კონსენსუსის წარმოქმნა არის საჭირო.

მისი თქმით, ღაზა 5 თვის განმავლობაში ინტენსიური ომის შედეგად თითქმის განადგურებულია, რაც ახლებურ პოლიტიკურ ზომებს მოითხოვს.

გადამდგარი პრემიერი ამბობს, რომ საჭიროა "ადმინისტრაციის მმართველობის გაფართოება მთლიან ტერიტორიაზე, პალესტინაზე".

"ახალი სამთავრობო და პოლიტიკური წესრიგია საჭირო, რომელიც ღაზას სექტორში განვითარებულ რეალობას, ეროვნულ ერთიანობაზე მოლაპარაკებებსა და ინტერპალესტინური კონსენსუსის გადაუდებელ საჭიროებას გაითვალისწინებს".

შტაიემ თანამდებობა 2019 წელს დაიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S