
დანია – "ჩრდილოეთის ნაკად 1"–ზე და "ჩრდილოეთის ნაკად 2"–ზე მომხდარ აფეთქებებზე: "ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი"
26/02/2024 10:36:28 მსოფლიო
დანიამ 2022 წელს "ჩრდილოეთის ნაკად 1"–ზე და "ჩრდილოეთის ნაკად 2"–ზე მომხადრ აფეთქებებზე გამოძიება დაასრულა.
როგორც დანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად", თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ "ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი".
დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ, მომხდარში მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს.