Accentnews.ge
ლიეტუველი ფერმერები არ შეუერთდებიან უკრაინული მარცვლეულის თაობაზე პოლონელი კოლეგების პროტესტს

ლიეტუველი ფერმერები არ შეუერთდებიან უკრაინული მარცვლეულის თაობაზე პოლონელი კოლეგების პროტესტს

26/02/2024 10:05:00 მსოფლიო

ლიეტუველები არ შეუერთდებიან პოლონეთ-ლიეტვას საზღვრის ბლოკადას, რომელიც პარასკევს უნდა დაიწყოს ბუძისკო-კალვარიის საგუშაგოზე. ამის შესახებ ლიეტუვას მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აუშრის მაკიაუსკასმა განაცხადა.

უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის გამო პოლონეთ-ლიეტვას საზღვრის ბლოკადა პარასკევს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება.

„ლიეტუველ ფერმერებს არ დაუბლოკავთ, არ ბლოკავენ და არ აპირებენ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვას. (...) ჩვენ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ გვესმის უკრაინელი ფერმერების მდგომარეობა“, - თქვა მაკიაუსკასმა.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინული მარცვლეულის კონტროლის პრობლემაა, რომელიც მთავრობამ უნდა გადაჭრას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლიეტუველი ფერმერებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რუსული მარცვლეულია“.

პოლონელმა ფერმერებმა საზღვრის ბლოკადა 1 მარტისთვის დააანონსეს და არ გამორიცხეს, რომ აქციას ლიტუველი ფერმერებიც შეუერთდნენ.

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთთან საკითხები პრემიერ-მინისტრების დონეზე მოლაპარაკებების გზით გადაწყდება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მან პირობა დადო, რომ დაიცავს უკრაინულ ბიზნესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S