Accentnews.ge
დელიმ მოსკოვს ომში მონაწილეობისთვის გადაბირებული ონდოელების სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა

დელიმ მოსკოვს ომში მონაწილეობისთვის გადაბირებული ონდოელების სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა

26/02/2024 08:53:51 მსოფლიო

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ხელისუფლებას მიმართა უკრაინის ომში აღმოჩენილი თანამემამულეების გამო. დიპლომატიურ უწყებას სურს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინდოელებს ჯარის კონტრაქტების ვადის ამოწურვამდე დატოვების შესაძლებლობა მისცეს,– წერს The Hindu.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის გადაბირება მოხდა „დამხმარე პერსონალის“ რანგში.

„ინდოეთის საელჩო რეგულარულად მიმართავს რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენ მოვუწოდებთ ინდოეთის ყველა მოქალაქეს, გამოიჩინონ სათანადო სიფრთხილე და თავი შორს დაიჭირონ ამ კონფლიქტისგან“, - თქვა სპიკერმა რანდჰირ ჯაისვალმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყვა ადგილობრივი მედიის მიერ 20 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" დაქირავებული სულ მცირე, სამი ინდოელი, აიძულეს, მონაწილეობა მიეღო უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

წყაროების თანახმად, 18 ინდოელი ჩარჩენილია ფრონტის ხაზზე სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მარიუპოლსა და დონეცკში. სულ მცირე, ერთი დაიღუპა. ინდოელები მოატყუეს დამქირავებლებმა დუბაიდან, რომლებიც დაჰპირდნენ მაღალ ანაზღაურებას და რუსულ პასპორტებს „დამხმარე სამუშაოებში“ მონაწილეობისთვის, ხოლო მოსკოვში ჩასვლისას გაწვრთნეს იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებაში და ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.

უცნობია რამდენი კონტრაქტორი მსახურობს ინდოეთიდან რუსულ ჯარში. The Hindu-ს წყაროების მიხედვით, სულ მცირე, 100.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S