
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს
26/02/2024 07:22:41 მსოფლიო
ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრის კენჭს.
"მათ [ოპოზიციას] უთხარით, რომ კანდიდატი ვიქნები". - განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ, რაც ქვეყნის საპარლამენტო და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში მისცა ხმა.
ლუკაშენკოს თქმით, "არც ერთი პასუხისმგებლობიანი პრეზიდენტი მიატოვებდა თავის ხალხს, რომლებიც მას ბრძოლაში გაჰყვნენ".
30 წელია, რაც ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტია.