
ზელენსკი: "შევთავაზებთ პუტინს პლატფორმას, სადაც აღიარებს, რომ დამარცხდა"
26/02/2024 05:35:05 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც "ოპონენტების მკვლელი" უწოდა.
„განა შეიძლება ლაპარაკი ყრუსთან? შეიძლება ლაპარაკი ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს? ჩვენ შევთავაზებთ [პუტინს] პლატფორმას, რომელზეც მას შეუძლია, დაგვეთანხმოს, რომ წააგო ეს ომი და რომ ეს იყო შეცდომა. დიდი შეცდომა, რომელიც მისთვის მცირეა, ჩვენთვის კი ტრაგედიაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
მისი თქმით, "უკრაინისათვის რთული მარტ-აპრილი იქნება".
„რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომელსაც ამ გეგმის დეტალებზე აღარ უსაუბრია.