
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
24/02/2024 19:58:38 საზოგადოება
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან ორი წლისთავზე უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
„საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას” – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა.