Accentnews.ge
დღეს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

დღეს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

24/02/2024 15:49:30 საზოგადოება

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

„ირწმუნე უკრაინის!“, - ამ მოწოდებით საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა თბილისში, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორი უკრაინელ აქტივისტთა გაერთიანება იყო. სოლიდარობის მარშს პოლიტიკოსების ნაწილი, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

"სიკვდილი მტერს" - ამ შეძახილით დაიწყო უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა "მაიდანი ბათუმი".

უკრაინელმა აქტივისტებმა მოედანზე გამოფინეს უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მოაწყვეს ომში დაღუპული უკრაინელი და ქართველი მეომრების ფოტოების სტენდი.

აქცია დაიწყო უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ცოცხალი შესრულებით. აანთეს სანთლები და პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს.

სოლიდარობის აქციაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, უკრაინაში მებრძოლი სამხედროების დასახმარებლად.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილები უკრაინას სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებენ და უკრაინელ ხალხს გამძლეობას უსურვებენ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაიანის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც დაიწყო. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე ყირიმიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკიდან და ლუგანსკიდან. მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი 3 აპრილს დატოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S