საელჩო: "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ რობინ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი კობახიძესთან"

23-02-2024 16:40:37 პოლიტიკა

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრას ეხმიანება.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მათ განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე და აშშ-ის ძალისხმევა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდისთვის. ასევე, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა და ჩვენი ძლიერი სამხედრო პარტნიორობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები