Accentnews.ge
კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, არიან დაშავებულები

კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, არიან დაშავებულები

23/02/2024 07:48:29 საზოგადოება

კახეთში, ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახ.

დაშავებულები ჰოსპიტალიზებულნი არიან.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S