Accentnews.ge
საგამოძიებო სამსახური: „სადახლოს“ საბაჟოზე 217 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვავლინეთ

საგამოძიებო სამსახური: „სადახლოს“ საბაჟოზე 217 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვავლინეთ

23/02/2024 06:21:26 საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ საბაჟო საზღვარზე 217 ათას ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, "საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებულ იქნა ერთი პირი".

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 216 758 ლარის საბაჟო ღირებულების 1 735 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S