Accentnews.ge
საქართველოში იმპორტირებული ხორცის მოცულობა 73%-ით გაიზარდა – ვინ არიან ძირითადი მომწოდბლები

საქართველოში იმპორტირებული ხორცის მოცულობა 73%-ით გაიზარდა – ვინ არიან ძირითადი მომწოდბლები

22/02/2024 17:39:13 საზოგადოება

2023 წელს საქართველომ 27 მილიონ 484 ათასი დოლარის ღირებულების 688 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი შეიძინა. წლიურად ხორცის იმპორტი გაიზარდა.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, იმპორტირებული ხორცის მოცულობა 73%-ით გაიზარდა, ღირებულება კი 58.5%-ით. ამასთან გასულ წელს იმპორტის დიდი ნაწილი გაყინულ ხორცზე მოდიოდა.

გაყინული ხორცის ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  • ლიეტუვა - $7.5 მლნ, 1 131 ტონა;
  • ბრაზილია - $6.8 მლნ, 2 669 ტონა;
  • უკრაინა - $4 მლნ, 1 170 ტონა;
  • პოლონეთი - $466 ათასი, 49 ტონა;
  • ინდოეთი - $414 ათასი, 112 ტონა;

ახალი ან გაცივებული ხორცის ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  • რუსეთი - $2.9 მლნ, 786 ტონა;
  • ნიდერლანდები - $1.8 მლნ, 229 ტონა;
  • უკრაინა - $876 ათასი, 228 ტონა;
  • ბელარუსი - $614 ათასი, 153 ტონა;
  • აშშ - $189 ათასი, 5 ტონა;

რაც შეეხება 2024 წლის იანვარს, წლის დასაწყისისთვის საქართველომ სულ 2 მილიონ 653 ათასი დოლარის ღირებულების 663 ტონა ხორცი შეიძინა.

2023 წელს საქართველოდან ხორცის ექსპორტი ფაქტობრივად არ გაზრდილა. ჯამში 1 307 ტონა გაყინული ხორცის რეალიზების საქართველომ 4 მილიონ 209 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტის მოცულობა 189 ტონით გაიზარდა. ხორცი ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიდა.

2024 წლის იანვარში ქვეყნიდან ჯამში 380 ათასი დოლარის 106 ტონა ხორცი გაიყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S