Accentnews.ge
ხასაია: მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით, გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გადაიდო

ხასაია: მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით, გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გადაიდო

22/02/2024 16:21:13 საზოგადოება

მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით, ლაზარე გრიგორიადისის ხვალინდელი სასამართლო პროცესი გადაიდო - ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია ავრცელებს.

"26-ში ლაზარეს დასკვნითი პროცესი იყო ჩანიშნული. დღეს ოჯახი იგებს, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა და პროცესი გადაიდო. როდის ჩატარდება არ იციან. ყველანაირად წელავენ პროცესს და ტანჯავენ ამ ბიჭს და მის ოჯახს",- წერს ხასაია

ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S