Accentnews.ge
დეპუტატებმა პარლამენტში განცხადებები მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს

დეპუტატებმა პარლამენტში განცხადებები მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს

22/02/2024 15:06:08 პოლიტიკა, საზოგადოება

პარლამენტში დეპუტატებმა განცხადებები მეგრულ და სვანურ ენებზე გააკეთეს.

კერძოდ, ჯერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა განცხადება მეგრულ ენაზე, მას ამავე ენაზე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ. შემდეგ საკუთარი პოზიცია სვანურ ენაზე დააფიქსირა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

როგორც წითლიძემ განმარტა, ამ ჟესტით სურს დემონსტრირება, რომ ენა, რომელიც ამჟამად "სიკვდილის პირას დგას", მისი იდენტობის ნაწილია და სჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის გადარჩენა ბევრს სურს და იმისთვის, რომ არ გაქრნენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება.

მისი თქმით, „საბჭოთა ნარატივი და სიმახინჯეა" შიში მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურის განვითარებაზე და ამ შიშების დამსხვრევის დროა“.

დეპუტატი პარლამენტს მიმართავს, აღნიშნული ენების საკითხზე დისკუსია გახსნას:

„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, განათლების კომიტეტს, გახსენით დისკუსია, მოუსმინეთ სპეციალისტებს და გულშემატკივრებს, მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადასარჩენად. ნებისმიერი ენა ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე მოკვდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S