Accentnews.ge
სახალხო დამცველი: მნიშვნელოვანია, რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს

სახალხო დამცველი: მნიშვნელოვანია, რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს

22/02/2024 10:15:08 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს.

მისი თქმით, ოპოზიციის ჩართულობა საბოლოო ჯამში, აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს.

„ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, და ეს რეფორმები პირველ რიგში ეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ამ გზაზე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სასურველია, რომ იყოს ოპოზიციის ჩართულობით. ეს საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. ვისურვებდი, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან არის მიმართული, მნიშვნელოვნად იყოს ჩართული ოპოზიციური პარტიები და მნიშვნელოვნად იყოს გაზიარებული ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები”, - განაცხადა იოსელიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S