ბაიდენმა პუტინს "გიჟი SOB" უწოდა
22/02/2024 08:05:59 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმiრ პუტინს "გიჟი SOB"(son of bitch) უწოდა. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბაიდენმა პუტინი და სხვა პოლიტიკოსები ახსენა, რომლებიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრებიან.
"დიახ, ჩვენ გვყავს ისეთი გიჟი SOB, როგორიცაა პუტინი და სხვები და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია", - განაცხადა ბაიდენმა.


