Reuters: მიმდინარე წელს ირანმა რუსეთს 400–მდე ბალისტიკური რაკეტა გადასცა
21/02/2024 17:35:02 მსოფლიო
2024 წლის დასაწყისიდან ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა გადასცა, – იუწყება Reuters ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის სამი ირანული წყაროს ინფორმაციით, რაკეტების უმეტესობა ირანულ ახლო რადიუსის “ფატეჰ-110” ბალისტიკურ რაკეტებს განეკუთვნება. ზოგიერთი მათგანის რადიუსი 300-დან 700 კილომეტრამდე შეადგენს.
ერთი წყაროს ცნობით, რაკეტების რუსეთში გაგზავნა იანვარში დაიწყო იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც 2023 წლის ბოლოს გაფორმდა თეირანსა და მოსკოვში სამხედროებისა და სპეცსამსახურების შეხვედრების დონეზე. მიწოდებების ნაწილი თვითმფრინავებით ხდებოდა, ნაწილი - გემებით, კასპიის ზღვრით.
Reuters-ის ორმა ამერიკულმა და უკრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ რუსი სამხედროების მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფაქტები ჯერ არ დაუფიქსირებიათ.


