
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6501 ლარი გახდა
21/02/2024 13:30:30 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6501 ლარი ეღირება, ევრო – 2.8618 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3436 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6467 ლარი ღირდა, ევრო – 2.8600 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3378 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.