Accentnews.ge
თბილისის მერის მოადგილე: დედაქალაქის მასშტაბით, ქუჩაში დაახლოებით, 35 000 ძაღლია

თბილისის მერის მოადგილე: დედაქალაქის მასშტაბით, ქუჩაში დაახლოებით, 35 000 ძაღლია

21/02/2024 09:40:16 საზოგადოება

დედაქალაქის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით, 35 000 ძაღლია ქუჩაში.

ამასთან, მისი თქმით, გასულ წელს თბილისის მასშტაბით სტერილიზაცია-კასტრაციის თითქმის 10 000-ს ოპერაცია ჩატარდა.

„გარკვეული პერიოდის წინ კვლევა ჩავატარეთ, ჩვენი გათვლებით დაახლოებით, 35 000 ძაღლი არის ქუჩაში, რაც ძალიან დიდი ციფრია. როგორც მერმა აღნიშნა, ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ გავზარდოთ სტერილიზაცია-კასტრაციების რაოდენობა და თითქმის 10 000-ს ოპერაციაზე შარშან ავედით",– თქვა მერის მოადგილემ.

ის ამბობს, რომ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა საჭირო, "რაც წელს უკვე დავიწყეთ":

"პირველი ეს არის ერთგვარი პოპულაციების მართვის ცენტრი, სადაც მოეწყობა სპეციალური ახალი საოპერაციო ბლოკი, სპეციალური კარანტინი, ვოლიერი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ 15-16 ათასამდე გავზარდოთ სტერილიზაცია-კასტრაციების რაოდენობა დედაქალაქის მასშტაბით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ზოგადად პოპულაციის მართვის კუთხით“.

მან თქვა, რომ მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა წელს დაიწყება და დასრულდება და ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, მილიონი ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, მისი თქმით, მერიამ შეიძინა მობილური ვეტკლინიკა, რომელიც "აღჭურვილი იქნება მომდევნო თვეებში და ჩვენ დავიწყებთ უბან-უბან სიარულს და ადგილზეც ოპერაციების გაკეთებას".

მისივე თქმით, მერიას სურს არსებული თავშესაფრის გაზრდა, რომ დაიტიოს დაახლოებით 500 ცხველი და კიდევ ერთის აშენება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S