
ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
21/02/2024 07:39:09 სამართალი, საზოგადოება
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.