Accentnews.ge
BBC: უკრაინელებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც რუს გენერალს ელოდებოდნენ, დაღუპულია, სულ მცირე, 60 რუსი სამხედრო

BBC: უკრაინელებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც რუს გენერალს ელოდებოდნენ, დაღუპულია, სულ მცირე, 60 რუსი სამხედრო

21/02/2024 06:12:18 მსოფლიო

დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე უკრაინის არმიის შეტევის შედეგად, სულ მცირე, 60 რუსი სამხედრო დაიღუპა, – იუწყება BBC-ს რუსული სამსახური რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, უკრაინელებმა პოლიგონს 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის 2 რაკეტით დაარტყეს. წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის დასახვედრად პოლიგონზე 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები ჰყავდათ მოწყობილი .

BBC-ს რუსული სამსახურის ცნობით, მას აქვს ერთ-ერთი გადარჩენილი სამხედროს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობს, რომ „მეთაურებმა ტრიალ მინდორში მოაწყეს“, ასევე პოლიგონზე გადაღებული 10-ზე მეტი სხვა ვიდეოჩანაწერი და ფოტო, რომლებზეც ათეულობით მოკლულია ასახული.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პოლიგონზე დარტყმის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S