Accentnews.ge
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი დააანონსა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი დააანონსა

20/02/2024 20:09:30 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდი პაკეტი დააანონსა რუსეთის კოლონიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილთან და უკრაინაში ორწლიან ომთან დაკავშირებით.

კონკრეტული ზომები გამოცხადდება 23 თებერვალს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას კალიფორნიაში მოგზაურობის დროს. ბაიდენს დეტალებზე არ უსაუბრია,– აღნიშნავს Reuters.

მანამდე სანქციების მზადების შესახებ განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ითხოვს სრულ გამჭვირვალობას რუსეთისგან კოლონიაში ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით.

„მსოფლიოსთვის რა ამბავის მოყოლაც არ უნდა გადაწყვიტოს რუსეთის ხელისუფლებამ, ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინს და მის გარემოცვას ეკისრება პასუხისმგებლობა ნავალნის სიკვდილზე“, - თქვა კირბიმ და დასძინა, რომ რუსი ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალების გარემოებების სარწმუნო გამოძიების არარსებობის პირობებში, რუსეთის ხელისუფლების ნათქვამისადმი ნდობა შეუძლებელია.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო მოსკოვში ცდილობს მეტი ინფორმაციის მიღებას ნავალნის გარდაცვალების შესახებ.

რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს გამოაცხადა. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ოპოზიციონერი, რომელიც სასჯელს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, შუადღისას გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ის 27-ედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში, სადაც კიდევ უფრო მკაცრი პირობებია.

ოჯახს ცხედრის ნახვის შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S