Accentnews.ge
ევროკომისარი: საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ

ევროკომისარი: საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ

20/02/2024 15:29:56 პოლიტიკა

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ როუმინგის სფეროში საქართველოს მთავრობამ სწრაფად გადადგა ნაბიჯები და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ.

„როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში“.

ევროკომისრის განცხადებით, „ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში“.

ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“.

ევროკომისარმა ვარჰეიმ აქვე ახსენა SEPA - ერთიანი ევრო გადახდის სისტემა (Single Euro Payment Area), - რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი, თუმცა გამოხატა მზაობა, რომ როგორც კი საქართველო მზად იქნება, ბრიუსელი უკვე მზადაა პროცესის ფინალიზებისათვის.

მან განაცხადა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და საბანკო სექტორში წესების გაუმჯობესება, რათა გადავიდეთ ერთიან ევროპულ საანგარიშსწორებო სისტემაზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S