ბორელი: გვინდა, საქართველოს და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ
20/02/2024 14:27:41 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ბრიუსელს სურს, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ და ერთადერთი იმაზე ვისაუბროთ. თუ რამე მოხდება მათ შორის, ერთადერთი, ვისაც აწყობს, რუსეთია და, ცხადია, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადავცე ეს მესიჯი უკრაინულ მხარეს, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო ინტერესები [კიევისადმი]“, – განაცხადა ბორელმა.


