Accentnews.ge
ევროკავშირმა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

20/02/2024 08:14:01 მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

სანქციების 2025 წლის 24 თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდა . ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიზანშეწონილად მიიჩნევენ სანქციების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზომების მიღებას.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოსკოვმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგი სანქციების 12 პაკეტი და კიდევ ერთს ამზადებს ომის დაწყების ორი წლისთავისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S