Accentnews.ge
ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომობილი აჩუქა

ვლადიმირ პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომობილი აჩუქა

20/02/2024 05:55:34 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი აჩუქა, – იუწყება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA.

„ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ წარმოებული პერსონალური ავტომობილი გადაეცა“, - იტყობინება სააგენტო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის კიმ იო ჯონგის თქმით, ეს საჩუქარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების აშკარა მტკიცებულებაა.

პუტინის მიერ კიმისთვის ნაჩუქარი ავტომობილის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ არის. 2023 წლის სექტემბერში რუსეთის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვლადიმირ პუტინი მივიდა რუსული წარმოების ავტომობილით Aurus-ი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მეთაურსაც დაათვალიერებინა.

თავად ჩრდილოეთ კორეის მმართველი წლებია, ლიმუზინით Mercedes-Maybach გადაადგილდება.

2019 წელს, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ვლადივოსტოკში ჩასული კიმ ჩენ ინისთვის ორი ჯავშნიანი Maybach-იც ჩაიტანეს, მისმა მწარმოებელმა კორპორაცია Daimler-მა განაცხადა, რომ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ავტომანქანები ფხენიანში, რადგად კორპორაცია ზედმიწევნით იცავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაერო–ს მიერ დაწესებულ სანქციებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S