Accentnews.ge
NBC: აშშ მუშაობს უკრაინაში ATACMS–ების ახალი ვარიანტის გაგზავნაზე

NBC: აშშ მუშაობს უკრაინაში ATACMS–ების ახალი ვარიანტის გაგზავნაზე

19/02/2024 12:44:28 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინისთვის ახალი ძლიერი შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების გადასაცემად. იტყობინება NBC News.

მედია აღნიშნავს, რომ გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უკრაინის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების მიწოდება, რომელიც ცნობილია როგორც ATACMS, მაგრამ ამ დრომდე მხოლოდ ძველ საშუალო დისტანციის ATACMS–ებს აწვდიდა. ოფიციალური პირების თქმით, აშშ ახლა ემხროვა, უკრაინას უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, კიდევ უფრო მეტი დარტყმა განახორციელოს რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის ნახევარკუნძულზე.

თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ATACMS-ის შეზღუდული მარაგი და რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისინი უკრაინაში გაგზავნონ ამერიკული მარაგის შესავსებად თანხის გამოყოფის გარეშე.

თუ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დაფინანსების გაზრდას, აშშ-ს შეუძლია, ATACMS–ის შორ მანძილზე მოქმედი სისტემები ამ თანხებით მობილიზებული სამხედრო დახმარების ერთ-ერთ პირველ პაკეტში შეიტანოს,– თქვა ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

აშშ-ს ასევე მზად აქვს საბრძოლო მასალა და არტილერია უკრაინაში დაუყოვნებლივ გასაგზავნად, თუ დაფინანსება დამტკიცდება, – დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S