Accentnews.ge
ევროკავშირი წითელ ზღვაში სამხედრო-საზღვაო მისიას განათავსებს

ევროკავშირი წითელ ზღვაში სამხედრო-საზღვაო მისიას განათავსებს

19/02/2024 11:10:39 მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო მისიის განთავსებას წითელ ზღვაში ჰუსიტებისგან საზღვაო მიმოსვლის დასაცავად, – იუწყება dpa-ს დიპლომატებზე დაყრდნობით.

სამხედრო-საზღვაო მისია, რომელსაც უწოდეს Aspides, ევროპის სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში, ასევე ადენის ყურეში და მიმდებარე წყლებში გაუშვებს.

Aspides-ის ხომალდები ცეცხლის გახსნის ბრძანებას მიიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ მათ თავს დაესხმიან, მაგრამ პრევენციული სროლის უფლება არ ექნებათ.

ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S