
„პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა 3 კილოგრამდე შეამცირა
19/02/2024 10:29:22 საზოგადოება
თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა შეამცირა.
მანამდე მგზავრს ბორტზე 8 კილოგრამამდე წონის ხელბარგის ატანა შეეძლო, ახლა მაქსიმალური წონა 3 კილოგრამია.
ხელბარგის დასაშვები მაქსიმალური ზომაა 40/30/15 სანტიმეტრი.
„პეგასუსი" ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე წელია ასრულებს ფრენებს, რამდენიმე კვირის წინ კი ფრენების შესრულება დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.