Accentnews.ge
გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება

გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება

19/02/2024 10:21:26 საზოგადოება

გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა.

თანდილაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება, ერთის მხრივ, გამოყენებული იქნება მსგავსი სამართალდარღვევის პრევენციისთვის, მეორეს მხრივ – ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დასაახლოებლად.

"სამწუხაროდ, გაგვიხშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები და იცით, რომ ევროკავშირს აქვს ძალიან მკაცრი მიდგომები და საჯარიმო სანქციები ზღვის დაბინძურების ფაქტებთან მიმართებით და აქაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ საჯარიმო სანქცია 65 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე. ეს, ერთი მხრივ, ემსახურება პრევენციას, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი აღსრულების კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებასაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S