უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „20 დღე მარიუპოლში“ BAFTA-ს ჯილდო მიიღო
19/02/2024 07:52:49 მსოფლიო
უკრაინელი ფოტოჟურნალისტის მსტისლავ ჩერნოვის დოკუმენტურმა ფილმმა „20 დღე მარიუპოლში“ ბრიტანეთის კინოაკადემიის BAFTA-ს ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა, იტყობინება აკადემიის ოფიციალური ვებგვერდი.
ფილმი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებს გადმოსცემს. მსტისლავ ჩერნოვთან ერთად ფილმზე მუშაობდნენ ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და მარტის შუა რიცხვებში დატოვეს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები.
დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეო მასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა გამოიტანა ქალაქიდან.
იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ფილმი „20 დღე მარიუპოლში“ მოხვდა ოსკარის ნომინანტთა სიაში.


