Accentnews.ge
პრეზიდენტი – რუსულ პროპაგანდაზე: რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია

პრეზიდენტი – რუსულ პროპაგანდაზე: რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია

19/02/2024 06:46:28 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროპაგანდაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დადგეა, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ამის შესახბ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, "გეოგრაფიას ვერ გავექცევით, მაგრამ შორეულ ქვეყნებშიც კი, გერმანიაში, ევროპაში, აღმოჩნდა საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. საქართველოში ეს რაში გამოიხატება?", პრეზიდენტმა შემდგი აღნიშნა:

"ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S