Accentnews.ge
გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

19/02/2024 06:09:06 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ.

"მე არ მიყვარს ბროლის ბურთში ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება, 5-8 წელიწადში მოხდეს", - განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია.

"ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს“, - დასძინა პისტორიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S